დაახლოებით 200 000 დაინფიცირებული და 3 000 გარდაცვლილი: ასეთია აშშ-ში კორონავირუსის პანდემიის შედეგი. სახელმწიფო ვერ უმკლავდება ინფექციის გავრცელებას, ხოლო ჯანდაცვის სისტემა ასობით პაციენტის მკურნალობას ვერ ახერხებს.
რატომ ვერ ახერებს მსოფლიოში ყველაზე განვითარებული სახელმწიფო კორონავირუსთან გამკლავებას?
ამერიკელები ხომ ყოველთვოს ავანგარდში იყვნენ მსოფლიო პანდემიასთან ბრძოლაში.
ბოლო დროს გავრცელებული ეპიდემიები – ზიკა, ებოლა, სარსი, მხოლოდ აშფოთებდა ამერიკას. არც ერთი მათგანი მათ ნაციონალურ უსაფრთხოებას არ ემუქრებოდა.
ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი ამბობდა, რომ აშშ „გარშემორტყმულია მეგობრული მეზობლებითა და თევზით“ – პარტნიორი ქვეყნებით კანადითა და მექსიკით და ორი ოკეანით.
მრავალი წლის განმავლობაში აშშ ბრძოლის პოლიგონად არ ქცეულა არც მტრებისა და არც ვირუსებისთვის, და ახლა, როცა საფრთხე ქვეყნის შიგნითაა, მათ უბრალოდ არ იციან, რა და როგორ გააკეთონ.
22 იანვრიდან, როცა ამერიკაში პირველი შემთხვევა დადასტურდა, მარტის შუა რიცხვებამდე ტრამპი ამტკიცებდა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა.
ორი კვირის წინ კი განაცხადა: „ეს პანდემიაა. მე ვიცოდი, რომ ეს პანდემია იყო. უბრალოდ სხვა ქვეყნების მაგალითი უნდა გაგვეზიარებინა“.
დღეს ამერიკა დაინფიცირებულ ადამიანთა რიცხვში პირველ ადგილზეა.
რამდენიმე ექსპერტის აზრით, ვაშინგტონმა ექვსი კვირა დაკარგა. მათ შეეძლოთ მოემზადებინათ ტესტები, ნიღბები, მედიკოსებისთვის საჭირო აღჭურვილობა, მოემარაგებინათ სასუნთქი აპარატები, მაგრამ ეს არ გააკეთეს.
ახლაც კი ხელისუფლება არ აღიარებს, რომ ქვეყანაში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია.
მართალია, პრეზიდენტი ბევრ რამეზე ნელა რეაგირებდა, მაგრამ შექმნილი მდგომარეობის გამო ის ერთადერთი დამნაშავე არაა. ქვეყნის ჯანდაცვის სისტემაში არსებულ სიტუაციაში მისმა წინამორბედმა პრეზიდენტებმაც “შეიტანეს წვლილი”. მაგრამ ტრამპმა ის უფრო გააღრმავა, როდესაც 2018 წელს ბარაკ ობამას მიერ შექმნილი „პანდემიის კონტროლის ჯგუფი“ გააუქმა.
ტრამპი ფიქრობდა, რომ საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალების თავიდან დაქირავება პრობლემა არ იქნებოდა.
ამ ყველაფერს კი ისიც ემატება, რომ საზოგადოების, ისევე როგორც ბევრი პოლიტიკოსის აზრი, ვირუსთან ბრძოლის გზებსა და საშუალებებზე, გაყოფილია.