მოდური და ხარისხიანი ტანისამოსის მოყვარულთათვის თბილისში, რამდენიმე დღის წინ, ახალი „show room“ – „ატელიე 1“ გაიხსნა. გამრეკელის 6 ნომერში მდებარე ახალმა ატელიემ სტუმრებს ოფიციალურად 13 ნოემბერს უმასპინძლა. გახსნაზე სტუმრები უკვე გამზადებულ პირველ კოლექციას გაეცნენ. ღონისძიებას მოქმედი და პოტენციური კლიენტების გარდა, ისეთი ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ, როგორიცაა შორენა ბეგაშვილი, სალომე ბაკურაძე, მანიკა ასათიანი, ლიზა ვადაჭკორია, სოფო ბედია, ელენე ფოჩხუა და სხვები.
„ატელიე 1“ ახალ დიზაინერულ და სამკერვალო სტუდია-შოუ რუმს წარმოადგენს, რომელიც დიზაინერმა ანი სართანიამ და მისმა მეგობრებმა – მარიკა დგებუაძემ და ნინო ლაგვილავამ დააფუძნეს. გოგონებთან ერთად დამფუძნებლებიი იტალიელი პარტნორებიც არიან.
„ატელიე 1“-ის მთავარი პარტნიორი და ქსოვილების მომწოდებელია იტალიური კომპანია „Manifattura Premiere“.
ატელიეში იტალიიდან ჩამოტანილია 2015-2016 წლისთვის ექსკლუზიურად შექმნილი ქსოვილები და აქსესუარები, აგრეთვე სპეციალური კატალოგები. მომხმარებელს საშუალება ექნება „ატელიე 1“– ში შეიძინოს მზა, თანამედროვე მოდის ტენდენციების გათვალისწინებით შეკერილი კოლექცია. აგრეთვე კლიენტები შეძლებენ დიზაინერთან და მკერავებთან ერთად შეარჩიონ და კატალოგების დამხარებით შეიკერონ მათთვის სასურველი მოდელის სამოსი.
ქსოვილების შერჩევა კლიენტს ადგილზევე შეუძლია. მომხმარებელს ასევე საშუალება აქვს ატელიეში საკუთარი ქსოვილი მიიტანოს. ატელიეში ამ ეტაპზე 50-მდე სხვადასხვა ტანისამოსის მზა მოდელები აქვთ წარმოდგენილი, მათ შორისაა ნაქსოვი სხვადასხხვა ფერის ჟაკეტები, რომელთა ფასი 450 ლარია. შეკერვის შემთხვევაში ქვედაბოლოების ფასი 50 ლარიდან იწყება, კაბების 100 ლარიდან, შარვლების 70 ლარიდან, ხოლო პალტოების 200 ლარიდან. „ატელიე 1“ ამ ეტაპზე ტანისამოსს ქალბატონებისა და ბავშვებისთვის კერავს. სამომავლოდ ატელიე გაფართოებასა და სხვასდასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას გეგმავს.
„ატელიე 1“ ყოველდღე, დილის 10 საათიდან საღამოს 21 საათამდე მუშაობს. დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ატელიეს facebook-ის (ATELIER 1) ან ინსტაგრამის (ATELIE_ONE) გვერდს ესტუმროთ.
100 ლარი ზედა 100 ლარი ქვედაბოლო
კაბა 200 ლარი
კაბა 280 ლარი
პიჯაკი, შარვალი 300 ლარი
კომპლქტი 330 ლარი
კაბა 350 ლარი
პონჩო 350 ლარი
კაბა 400 ლარი
ჟილეტი 450 ლარი
ჟილეტი 450 ლარი
ჟაკეტი 450 ლარი
ჟაკეტი 450 ლარი
კაბა 500 ლარი
პალტო 500 ლარი
ჟილეტი 600 ლარი
კაბა 800 ლარი
ქვედაბოლო 150 ლარი, ჟილეტი 250 ლარი
ზედა 200 ლარი, კომპლექტი 290 ლარი
ჟილეტი 450 ლარი




















