LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ატენის ქუჩაზე მკვლელობის ვერსიებში ნარკოტიკიც ურევია – ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე

16862
Capture

“კიდევ ერთი საშინელია ტრაგედია ატენზე – ვერსია ბევრია, თუმცა ნარკოტიკიც ურევია ამ ვერსიებში და ისევ და ისევ ამფეტამინს ან ბიოს ან სააფთიაქო ნარკოტიკებს ასახელებენ” – ამის შესახებ ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში წერს. როგორც ექიმი ამბობს, კვლავ არსებობს აფთიაქები, სადაც ისეთი პრეპარატები იყიდება, რომელთაც უკონტროლო აგრესიული ქმედების და ფსიქოზის გამოწვევა შეუძლიათ. 

ვინ არიან ატენის ქუჩაზე მოკლული დედა-შვილი - სამი დაღუპული ერთი ოჯახიდან

მოკლული დედა ლექტორი იყო და აბიტურიენტებსაც ამზადებდა.

“იმედია ექსპერტიზა დაადგენს ნამდვილ მიზეზებს, თუმცა ნებისმიერ ამ ტიპის ნარკოტიკს შეეძლო გამოეწვია უკონტროლო აგრესიული ქმედება და ფსიქოზი! საგანგაშოა მდგომარეობა და ძაა რთული საკონტროლოა დღეს ეს მდგომაროება. სამწუხაროდ ისევ არსებობს აფთიაქები რომლებიც ყიდიან სიკვდილს, არიან კოლეგები რონლებიც გარკვეული საფასაურის გამო უწერენ ამ პრეპრატებს და წუთითც არ ფიქრდებიან რას აკეთებენ. მიწაშია ჩამარხული ბევრი ნარკოტიკი და ელოდება თავის მყიდველს ! რა არის გამოსავალი – დეკრიმინალიზაცია არის გამოსავალი და კანონის შეცვლა. მაგრამ სად გვცალია მაგისთვის.”

 

შეგახსნებეთ თბილისში, ატენის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცმა ჯერ დედა და და მოკლა,  შემდეგ კი თავი მოიკლა.

magti 5g