LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათი დღე მუნიციპალური ტრანსპორტის გარეშე

161
metromr

დღეიდან ათი დღის მანძილზე, მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობას ქვეყნის მასშტაბით წყვეტს. შეზღუდვა არ შეეხება საქალაქთაშორისო რეისებს. საკოორდინაციო საბჭომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ერთი კვირის წინ, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.

დადგენილების თანახმად, დღეიდან, 12 მაისის ჩათვლით მუნიციპალურ ავტობუსებთან ერთად არ იმუშავებს, მეტრო, ასევე, ბაგები-უნივერსიტეტის დამაკავშირებელი საბაგირო გზა. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემდგომ გადაწყვეტილებებს საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგიური ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g