საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დღეს „ერთობის ჯაჭვი“ გაიმართა. აღნიშნულთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აქვეყნებს.
„ათიათასობით… ავტომანქანა საცობში“, – წერს მამუკა მდინარაძე.
სალომე ზურაბიშვილი „ერთობის ჯაჭვში“ ჩაერთო
ცნობისთვის, მოქალაქეების პროტესტი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. პროტესტის მონაწილეების მთავარი მოთხოვნები უცვლელია – დაინიშნოს ახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ აქციების პერიოდში დაკავებული პირები.