ესპანეთში მე-13 ტური გაიმართა და ლიდერმა “ატლეტიკომ” პირველი თამაში წააგო. “ათლეტებმა” დერბი დათმეს “სამეფო კლუბთან”.
ლა ლიგის ტურის ფაქტები:
„ატლეტიკომ“ პირველად წააგო ჩემპიონატში ბოლო 27 მატჩში. ისევ „რეალთან“.
„ატლეტიკო“ ლა ლიგაში 9 მატჩია „რეალს“ ვერ უგებს – 2016 წლის თებერვლიდან.
ზიდანი – „რეალის“პირველი მწვრთნელია 34 წლის განმავლობაში, რომელიც ლა ლიგაში ზედიზედ 7 მატჩია არ აგებს „ატლეტიკოსთან“.
სერხიო რამოსმა 43-ედ ითამაშა „რეალის“ შემადგენლობაში „ატლეტიკოს“ წინააღმდეგ. ეს რეკორდია.
ბენზემამ რობერტო კარლოსის რეკორდი დაამხო „რეალში“ ჩატარებული მატჩებით უცხოელებს შორის. ფრანგს 528 თამაში დაუგროვდა.
ტონი კროოსმა 90-დან 87 ზუსტი პასი გააკეთა. 2005/06 წლების სეზონიდან მოყოლებული ეს მადრიდული დერბის რეკორდია.
მესიმ მე-600 გოლი გაიტანა “ბარსელონაში” მე-10 ნომრიანი მაისურით.
მესიმ 5 გოლი გაიტანა ლა ლიგის 11 მატჩში. ყველა “კამპ ნოუზე”.
მესი ამ სეზონში ტოპ 5 ლიგაში ყველაზე ხშირად ურტყამს ჯარიმებს – 16 მცდელობა. ლეომ ერთიც ვერ გაიტანა.
“სევილია” გახდა ლა ლიგის პირველი გუნდი, რომელმაც სტუმრად ისე გაიმარჯვა კარში ზუსტად არ დაურტყამს.
ბოლო 9 ტურია “სოსიედადი” დაუმარცხებელია – 6 მოგება, 3 ფრე.
უღიმღამო დერბი და ლიდერების დაკარგული ქულები: პრემიერლიგა ციფრებში
მილანი დაუმარცხებელია, რონალდო შეუჩერებელი, რომა გოლებს დაეჩვია