Delorean-ის დილერმა ფლორიდიდან უახლესი კადრები გაავრცელა. რეგიონში სტიქია მძვინვარებს და იმისათვის რომ ავტომობილები გადაარჩინონ ისინი საკმაოდ მცირე მოცულობის ფარეხში შეიყვანეს. ნაგებობაში ადგილი იმდენად პატარა იყო, რომ მანქანები ფაქტობრივად ერთმანეთზე დააწყეს.
შეგახსენებთ, რომ ქარიშხალი „დორიანი“ უკვე რამდენიმე დღეა რაც მძვინვარებს. მის გამო სანაპიროზე ტალღების სიგრძე 5 მეტრს აჭარბებს, სკოლები თუ სხვა დაწესებულებები დაკეტილია, მოსახლეობის ევაკუაცია კი ამ დრომდე გრძელდება.
ხალხი უძრავი ქონების გადარჩენას ყველა გზით ცდილობს, ავტომობილებს სახლებში, მიწისქვეშა სანგრებსა და სხვა ადგილებში მალავს.