“აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.
ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟურნალისტებთან იმ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, რომელზეც საბჭოზე იმსჯელეს.
“დღეს საბჭოზე განვიხილეთ აცრების კიდევ უფრო ინტენსიურად ჩატარების, ასევე, პირბადის მაქისმალურად ტარების საკითხი – ეს უნდა იყოს დახურულ სივრცეში მანდატორულად, ღია სივრცეებში კი, სადაც ადამიანები იკრიბებიან, განსაკუთრებით წინასაარჩევნო პერიოდში, აუცილებელი იქნება პირბადის ტარება. ამასთან, მთავარია თავშეყრების სრული აკრძალვა – ქელეხი ქორწილები, კონცერტები. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რომ ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო ინფიცირებული და ასევე, მეტი ადგილის მობილიზება იყოს სასტუმროებში.
დღეს გაიცა რეკომენდაცია, რომ მობილიზებული იყოს ოთახების შესაბამისი რაოდენობა, რათა როგორც ინფიცირებული, ასევე მასთან კონტაქტში მყოფი ადამიანები, ვისაც სახლში იზოლირების პირობები არ აქვს, გადაყვანილი იყოს სატუმროში, რათა გადაცემის ჯაჭვი რაც შეიძლება მალე გაწყდე.” – თქვა გამყრელიძემ.
კორონავირუსის 3 666 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 17 პაციენტი