დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარების გამო შექმნილ მდგომარეობაზე პასუხისმგებელი პირველ რიგში, თავად მოქალაქეა.
მისი შეფასებით, იმისთვის, რომ ვითარების კიდევ უფრო გართულება თავიდან ავიცილოთ, სხვადასხვა მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობა არ უნდა მივიღოთ.
ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვაზე – რამდენად კმაყოფილია იგი შეზღუდვების კონტროლის აღსრულებაზე და ხომ არ არის მოსალოდნელი კიდევ უფრო გამკაცრება, გამყრელიძემ უპასუხა:
„თქვენ მხარს დაუჭერთ იმას, რომ დღეს გამოცხადდეს საგანგებო მდგომარეობა ქვეყანაში? თუ ჩვენ სულ ყველა შევასრულებთ რეკომენდაციებს, ანუ არ წავალთ ქორწილში, არ ჩავატარებთ დიდ წვეულებას, არ აღვნიშნავთ უნივერსიტეტის დამთავრების დიდ თავყრილობებს, თუ არ წავალთ მუსიკალურ ფესტივალებზე, სადაც ათასობით ადამიანი იკრიბება, ზემოთ ლისის ტბაზე, თუ ამას გაითავისებთ, რომ დღეს ცეცხლს ვეთამაშებით, მაშინ არ გვექნება,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.