LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუცილებელია ჩვენი დაპირებები შესრულდეს: პრეზიდენტი მოსამართლეების დანიშვნაზე

51
სალომე-ზურაბიშვილი

„მოსამართლეების დანიშვნის პროცესთან დაკავშირებით, პირადად არანაირი გზავნილი აშშ-ის ელჩის მხრიდან არ მიმიღია, თუმცა მნიშვნელოვანია გაცემული დაპირებების შესრულება,“– ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

შეერთებული შტატების ელჩის საქართველოში, კელი დეგნანის რეზიდენციაში გამართული მიღების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა კომენტარი ჟურნალისტებთან გააკეთა და კითხვაზე – მიიღო თუ არა მან რაიმე პოლიტიკური გზავნილი სასამართლო სისტემაში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, ასე უპასუხა:

„მე გზავნილებს არ ვღებულობ, ვარ ქვეყნის პრეზიდენტი და არ უნდა მივიღო გზავნილები. ყველანი ვართ ჩართულები ამ პროცესებში და აუცილებელია, რომ ეს წავიდეს წინ, შესრულდეს ყველა ის დაპირებები, რაც ჩვენ გავაკეთეთ და რაც იყო გაკეთებული, დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესის ბოლოში გავალთ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.