როგორც მენაბდე აღნიშნავს, დღეს ევროკავშირის სტრუქტურებში საქართველოს მიმართ სკეპტიციზმს პირველ რიგში მართლმსაჯულების საკითხი განაპირობებს და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთია მათ შორის, ვის კისერზეც ევროპული პერსპექტივის დაკარგვის საფრთხეა.
„ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ის, თუ რა გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტმა კი რა ქნა? გააძლიერა კლანი იმით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დანიშნა კლანის ერთ-ერთი ლიდერის ნათესავი - თამარ ღვამიჩავა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად.“– წერს ჯანეზაშვილი.
"ეს ქმედებები შეიცავს საფრთხეს, რომ უფრო მეტი ეჭვის ქვეშ დადგება სასამართლოს დამოუკიდებლობა და საზოგადოების ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ" - წერია განცხადებაში.
„ქართული ოცნება“ ტყუის, როდესაც ამბობს, რომ აქვს კარგი სისტემა და რომ ოპოზიციას არც ერთი წინადადება თურმე არ წარმოუდგენია, როგორ გახდეს სისტემა უკეთესი“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.