LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Audi-ის დაპატიმრებული დირექტორი სამსახურიდან გაათავისუფლეს

52

Volkswagen-ის მმართველთაა საბჭომ გადაწყვიტა, რომ დიზელის სკანდალის გამო დაკავებული რუპერტ შტადლერი დაკავებული პოზიციიდან დაითხოვოს.

შეგახსენებთ, რომ ყოფილი ტოპ-მენეჯერი თავის საქმიანობას ივნისის თვეში დროებით ჩამოაშორეს, ამჯერად კი ის სამსახურს საბოლოოდ დაკარგავს და საშუალება ექნება, რომ მთლიანად თავის საქმიანობას ანუ დაცვას მიხედოს. როგორც გერმანული ავტომწარმოებლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, შტადლერი ზედმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ კონცერნის მართვას მიხედოს, ამიტომ ბრენდის მიტოვების სურვილი ნაწილობრივ თავადვე ეკუთვნოდა. ყოფილ დირექტორს საკმაოდ სოლიდურ კომპენსაციას – 7 მილიონ ევროს გადაუხდიან, თუმცა ეს იმ შემთხვევაში თუკი მისი ბრალი არ დადასტურდება.

აღსანიშნავია, რომ რუპერტი დამატებით 1,5 მილიონსაც მიიღებს, იმისათვის რომ კონკურენტებთან თანამშრომლობა მინიმუმ 2019 წლის ბოლომდე მაინც არ დაიწყოს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები