კომპანია Audi-მ კონცეპტი Al:me-ის შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა. როგორც ჩანს, მწარმოებელმა 10-15 წლით წინ, მომავალში გაიხედა და ის პერიოდი იწინასწარმეტყველა, როცა უპილოტოები გადაადგილების მთავარ საშუალებად გადაიქცევიან.
კონცეპტი MEB-ის პლატფორმაზე აიგება და მისი სიგრძე – 4300 მმ, სიგანე – 1900 მმ, ხოლო სიმაღლე 1520 მმ. იქნება. ინოვაციურ მოდელს მოძრაობაში 170 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავი მოიყვანს.
მოძრაობის სხვა მონაწილეებთან სასაუბროდ Audi მიკროპროექტორებს გამოიყენებს. მინი ფარების მსგავსი ტექნოლოგია მთელ ძარაზე იქნება განთავსებული და ავტომობილი დღე-ღამის ნებისმიერ დროს გამოჩნდება. განათება ელექტროქარს ბევრად უფრო უსაფრთხოს გახდის, როგორც სხვა ავტომობილების ასევე ფეხით მოსიარულეთათვისაც.










