კომპანია Audi-მ ელექტრო სპორტული პროტოტიპი e-tron Vision Gran Turismo ვიდეოთამაშ Gran Turismo Sport-ისთვის წარმოადგინა. ვირტუალური ავტომობილის პრეზენტაციასთან ერთად მარკის სატესტო პოლიგონზე, ნოიბურგში რეალური კონცეპტის პრემიერაც შედგა, რომელსაც ასეთივე სახელწოდება აქვს.
სტილისტურად Audi e-tron Vision Gran Turismo 1989 წლის სარბოლო Audi 90 Quattro IMSA GTO-ს იმეორებს. მას სამი ელექტრო ძრავი აქვს: ორი უკანა ღერძზეა განთავსებული, ერთი კი წინ. სუმარული სიმძლავრე 816 ცხენის ძალაა. ელექტროქარის მასა 1450 კილოგრამია, მას ასი კილომეტრის განვითარება 2,5 წამში შეუძლია.
ვირტუალური e-tron Vision Gran Turismo, რომელიც ელექტრონული და ჰიბრუდული ძრავები აქვს, გადმოსაწერად უკვე ხელმისაწვდომია. რეალური ავტომობილის სახალხო დებიუტი კი რომში, ფორმულა E-ს ჩემპიონატის იტალიური ეტაპის დროს შედგება. კონცეპტ-ქარი „სარბოლო ტაქსის“ როლს შეასრულებს.


