LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიო: “ახალი ტალღის” მონაწილის, ნათია რიგვავას მიერ ინგლისურ-ქართულად შესრულებული “იაგუნდი”

1022
fortuna (7)

ნათია რიგვავა მოსკოვში მცხოვრები ქართველი მომღერალია, რომელიც ახლახან “ახალი ტალღის”, იგორ კრუტიოს მიერ დაფუძნებული მუსიკალური კონკურსის მონაწილე გახდა და ჟიურისა და მაყურებლის წინაშე საქართველოს სახელით წარდგა.

მან პირველ ტურში ცნობილი სიმღერის “იაგუნდი” ახალი საცეკვაო ვერსია შეასრულა და საქართველოში დიდწილად უარყოფითი კომენტარები დაიმსახურა. სოციალურ ქსელში “სიმღერის დამახინჯების” გამო არა მხოლოდ მუსიკოსები, არამედ უბრალო მსმენელიც აღშფოთდა.

ნათია რიგვავას “იაგუნდის” განსხვავებული ვერსია ამ კონკურსამდეც ჰქონდა ჩაწერილი და ის “იუთუბზეც” აქვს განთავსებული. რიგვავამ დიჯეის მონაწილეობით სიმღერას რიტმი მიანიჭა და ის ინგლისურ-ქართულად შეასრულა.

გთავაზობთ “იაგუნდის” ჩაწერილ ვარიანტს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები