LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო+ვიდეო: „ახალ ტალღაზე“ საქართველოს სახელით ნათია რიგვავა გამოდის

1320
fortuna (23)

ქართველი მომღერალი ნათია რიგვავა რუსული მუსიკალური კონკურსის, „ახალი ტალღა“ მონაწილეა. ნათია კონკურსზე, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია, იურმალიდან სოჭში პოლიტიკური მიზეზით გადაიტანეს, საქართველოს სახელით გამოდის. ნათია რუსეთში, კერძოდ, მოსკოვში ცხოვრობს და მუსიკალურ კარიერასაც იქ იწყობს. 

ნათია რიგვავა გნესინების სახელობის სასწავლებელი დაასრულა, მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო კონკურში. „ბავშვობიდან მინდოდა სცენაზე დგომა, მინდოდა სიმღერა და კარგი ემოციების ჩუქება ადამიანებისთვის. ბებია ხშირად მიმღეროდა ქართულ ნანას. მან შეამჩნია, რომ მეც ვყვებოდი სიმღერისას და ზუსტად ვიღებდი ნოტებს. ექვსი წლიდან დედამ მუსიკალურ სასწავლებელში მიმიყვანა. ჩემი დევიზია, რომ შრომით ყველაფრის მიღწევა შეიძლება“, აღნიშნავს მომღერალი.

„ახალი ტალღის“ სახელობის არენაზე მუსიკალური კონკურსი, რომელიც ახალბედა პოპსიმღერების შემსრულებელთა შორის საუკეთესოს გამოვლენას ისახავს მიზნად, ახლახან გაიხსნა. გახსნის ცერემონიაზე რუსული ესტრადის ვარსკვლავები გამოვიდნენ, კონკურსანტებთან ერთად, შემდეგ დღეს კი დიმა ბილანის შემოქმედებითი საღამო გაიმართა. 

პირველ საკონკურსო დღეს ქართველმა შემსრულებელმა „იაგუნდის“ თავისი ვერსია შეასრულა. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები