LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუდიტი: „სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად – სამეურვეო საბჭოს როლი ეფექტიანი არ არის“

119
საკლასო ოთახი

„სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას მოახდენდა, რაც მნიშვნელოვანი ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად წინაპირობაა“, – ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებულ ზოგადი განათლების მართვის მოდელის აუდიტის ანგარიშშია ნათქვამი.

დოკუმენტის თანახმად, არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე.

გიორგი ამილახვარი: „2024 წლის სექტემბრისთვის აღწერილი უნდა იყოს ყველა საჯარო სკოლა იმისთვის, რომ დაიწყოს სასკოლო კვების პროგრამის დანერგვა“

„ეფექტიანი მართვის სისტემის განვითარება სამინისტროს სტრატეგიული ამოცანაა, რაც ერთ-ერთ მიზნად მოიაზრებს სკოლის მართვის დიფერენცირებული მიდგომისა და ავტონომიურობის გაზრდის მხარდაჭერას.

სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული სკოლების არსებული მდგომარეობა, რომელიც სხვადასხვა რელევანტურ კრიტერიუმზე დაყრდნობით მოახდენდა საჭირო რესურსების, მზაობის და შესაძლებლობის მქონე სკოლების იდენტიფიცირებას, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა ავტონომიურობის გაზრდის შესაძლებლობის განსახილველად.

რესურსცენტრის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს საჯარო სკოლების მონიტორინგი, თუმცა არ არის განსაზღვრული ჩასატარებელი მონიტორინგის ოპტიმალური რაოდენობა და სიხშირე, აღნიშნული კი, სასწავლო პროცესის და გარემოს გაუმჯობესებისთვის რეკომენდაციების შემუშავების მნიშვნელოვანი საფუძველია.

საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება – პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვებიც, რომელთაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ

არ არის შემუშავებული რესურსცენტრების სამოქმედო გეგმის ერთიანი ფორმა, ხოლო წარმოდგენილი სამოქმედო გეგმები რიგ შემთხვევაში არაერთგვაროვანი და ფორმალურია, რაც მიუთითებს დაგეგმვის პროცესის არაეფექტიანობაზე.

რიგ შემთხვევებში რესურსცენტრების სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული სკოლების რაოდენობა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, ხოლო დასაქმებულ თანამშრომელთა იდენტური რაოდენობის პირობებში იქმნება ფუნქციების არაეფექტიანად განხორციელების რისკი. სკოლის მართვის პროცესში სამეურვეო საბჭოს როლი არ არის საკმარისად ეფექტიანი.

ამილახვარი: „სკოლების 92%-ში დირექტორი არჩეულია და ვერც ერთის მაგალითზე ვერავინ იტყვის, რომ რომელიმე არაკვალიფიციურია ან პოლიტიკურად ხელისუფლებასთანაა დაკავშირებული“

ძირითად შემთხვევაში საბჭოს წევრების როლი სკოლების მართვის პროცესში ფორმალურ ხასიათს ატარებს − წევრები ნაკლებად არიან ჩართულნი სკოლის მართვასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას, მაშინ როცა სამეურვეო საბჭო დეცენტრალიზებული მართვის მოდელის განხორციელებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს.

არ არის განსაზღვრული საბჭოს ფუნქციონირების შედეგად მისაღწევი მიზანი, რომელთან მიმართებითაც შეფასდება საბჭოს საქმიანობის ეფექტიანობა. სამინისტროს მიერ არ არის შეფასებული საბჭოს საქმიანობა და არ განხორციელებულა საჭიროებების კვლევა, რომელზე დაყრდნობითაც მოხდებოდა შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება”. – სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნათქვამია ანგარიშში.

განათლების მინისტრი: „2024 წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდება ახალი სახელფასო ფორმულა, რომელიც პედაგოგთა ანაზღაურების უპრეცედენტო ზრდას გულისხმობს“

📚 ზოგადი განათლების ეფექტიანი სისტემის განვითარება ყოველი ქვეყნისათვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს წარმოადგენს….

Posted by სახელმწიფო აუდიტის სამსახური/State Audit Office on Thursday, 7 March 2024

პოპულარულები