LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”აუდიტორია 115” : ჩვენ გვჭირდება დაცვა

94

„აუდიტორია 115“-ის წევრები ამბობენ, რომ ძალოვანი სტრუქტურები მათზე ზეწოლას ახდენენ. როგორც სტუდენტური ორგანიზაცია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ყოველდღიურად მიდიან აქტივისტების ოჯახის წევრებთან.

„იმ შემთხვევაში, თუ მოძრაობის წევრები არ დაანებებენ თავს აქტიურ ბრძოლას ოდეერების წინააღმდეგ, მათი ახლობლები გათავისუფლებიან სამსახურიდან, ან მათ დაიჭერენ.

მუქარის გამო, ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე, ბევრი აქტივისტი ღიად ვერ საუბრობს აღნიშნულ საკითხზე, თუმცა ამ ეტაპზე რამდენიმე ადამიანი მზად არის ამ თემაზე სასაუბროდ. მაგალითად, დღეს ნათია ქარჩილაძის ოჯახზე განხორციელდა მუქარა, რომ თუ ის არ ჩამოშორდება აუდიტორია 115-ს, მაშინ მამამისი გათავისუფლდება სამსახურიდან.

მივმართავთ, საქართველოს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტს, დიპლომატიურ კორპუსს, სახალხო დამცველს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომ ჩვენ გვჭირდება თქვენი მხარდაჭერა და დაცვა. ის პოლიციური რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პირობებში, არსებობას განაგრძობს დღესაც,“ – ნათქვამია სტუდენტების განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g