ხალხური მედიცინის სპეციალისტი, არუნ ხათრი სოციალურ ქსელში ნუშის სასარგებლო თვისებების შესახებ წერს.
ხათრი ამბობს, რომ ნუში სხვა ბევრ სასარგებლო თვისებებთან ერთად, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და მეხსიერებას.
„ნუში მხოლოდ სასუსნავი არ არის, ეს არის ბუნების მიერ შექმნილი სრული საკვები პაკეტი. რა საკვები ნივთიერებები აქვს ნუშს. ხალხური მედიცინის სპეციალისტი თავის გამომწერებს რეცეპტსაც უზიარებს:
ნუში მდიდარია ვიტამინ E-ით, მაგნიუმით, კალციუმით, კალიუმით, ფოსფორით, მცენარეული ცილით, სასარგებლო მონოუჯერი ცხიმებით, ბოჭკოებით, თუთიით და ძლიერი ანტიოქსიდანტებით. ის ერთდროულად უჭერს მხარს უჯრედებს, ნერვულ სისტემას, ძვლებს, კანს და გულს
ნუშის სარგებელი ჯანმრთელობისთვის: აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და მეხსიერებას, იცავს გულს და ეხმარება ქოლესტერინის ბალანსს, ამაგრებს ძვლებსა და კბილებს, ეხმარება სისხლში შაქრის დონის რეგულაციას, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და ანელებს ნაადრევ დაბერებას, უჭერს მხარს ნაწლავების ჯანმრთელობას ბოჭკოების წყალობით, იძლევა ხანგრძლივ ენერგიას შაქრის მკვეთრი მატების გარეშე.
რატომ უნდა დავალბოთ ნუში? – დალბობა ამცირებს ფიტინის მჟავას და ფერმენტების დამბლოკავ ნივთიერებებს, ამარტივებს მონელებას, აუმჯობესებს მინერალების შეწოვას განსაკუთრებით კალციუმისა და მაგნიუმის, ააქტიურებს სასარგებლო ფერმენტებს, ამცირებს სიმძიმესა და შებერილობას. საკმარისია 5–8 საათი დალბობა. საუკეთესო შედეგისთვის მოაშორეთ კანი.
ნუშის რძე და ძროხის რძე – მარტივი შედარება
ძროხის რძე შეიცავს ლაქტოზას და კაზეინს, რომელსაც ბევრი ზრდასრული ვერ ინელებს კარგად, ნუშის რძე ლაქტოზისგან თავისუფალია და მსუბუქია მონელებისთვის. ძროხის რძე უფრო კალორიულია და შეიცავს მეტ გაჯერებულ ცხიმს, ნუშის რძე მდიდარია ვიტამინ E-ით და მცენარეული ანტიოქსიდანტებით. ნუშის რძე ხშირად უკეთესია მჟავიანობის, შებერილობის და რძის აუტანლობის დროს.
ეს არ არის კარგისა და ცუდის შედარება, ეს არის არჩევანი იმის მიხედვით, რაც თქვენს ორგანიზმს უხდება.
როგორ მოვამზადოთ ნუშის რძე სახლში: 8–10 ნუში დაალბეთ ღამით, მოაშორეთ კანი, დააბლენდერეთ 1 ჭიქა სუფთა წყალთან ერთად, სურვილის შემთხვევაში გადაწურეთ, მიირთვით ახალი.
შაქარი არ არის საჭირო, კონსერვანტები არ არის საჭირო, მხოლოდ ბუნებრივი კვება. ბუნებას შეცდომა არ დაუშვია, ჩვენ უბრალოდ შევწყვიტეთ მისი მოსმენა“, – წერს არუნ ხათრი სოციალურ ქსელში.
ნუში – პატარა კაკალი, დიდი კვებითი ძალა ნუში მხოლოდ სასუსნავი არ არის ეს არის ბუნების მიერ შექმნილი სრული საკვები…
Posted by Arun khatri on ხუთშაბათი, 05 თებერვალი, 2026
