LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუქციონზე 15,1-კარატიანი ცისფერი ბრილიანტი გაიყიდა

173
073022832-af6f815c-4b50-4441-8bb6-bddf338d7836

მსოფლიოში ყველაზე დიდი ცისფერი ბრილიანტი, რომელიც კი ოდესმე, აუქციონზე გამოუტანიათ – ჰონგ კონგში გამართულ Sotheby’s აუქციონზე გაიყიდა.

ბრილიანტი 3,03 გრამს იწონის და 15,1-კარატიანია. მას The De Beers Blue უწოდეს. ბრილიანტისთვის ბრძოლა 8 წუთი გაგრძელდა და მის შეძენას 4 მყიდველი ცდილობდა. საბოლოოდ, ცისფერი ბრილიანტი 57,5 მლნ დოლარად გაიყიდა.

აღსანიშნავია, რომ 39,3-კარატიანი ალმასი, რომლისგანაც მიიღეს ეს ბრილიანტი, 2021 წელს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ქულინანის შახტაში მოიპოვეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g