2017 წლის 30 აგვისტოს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე, 20 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 55 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი – 7.900 პროცენტით, მაქსიმალური – 8.080 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი – 8.025 პროცენტით განისაზღვრა.
სებ-ის ცნობითვე, კუპონურმა განაკვეთმა 8.000 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.