LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აუსრულებელი ოცნების ასრულება: ვარდის და ლესტერს სცენარისტები დაუნიშნეს

126

სცენარისტებმა „ლესტერისა“ და ჯეიმი ვარდის ტრიუმფის ეკრანიზაციას ხელი მოკიდეს.
პროდიუსერებშიც მაგარი ბიჭები არიან.

პოლ ტეიმესი და ერიკ ჯონსონი, რომლებიც „ოსკარზეც“ იყვნენ ნომინირებული ფილმისთვის „მებრძოლი“ (2010) დაწერენ სცენარს ფილმისთვის, რომელიც ინგლისის ყველაზე მოულოდნელი ჩემპიონის სენსაციურ გამარჯვებას ეძღვნება. სურათის პროდიუსერად საიმონ იგანი და გარეთ უნვინი დანიშნეს, რომლებიც ცნობილი არიან ფილმით „მეფის სიტყვა“.

ძირითადი სიუჟეტი მიეძღვნება საუკეთესო ბომბარდირს ჯეიმი ვარდის, რომელიც „ლესტერში“ გადასვლამდე რეგიონალურ გუნდებში გამოდიოდა და პარალელურად ფაბრიკაში მუშაობდა.

„ეს არ არის მარტო სპორტული კინო, ეს არის ისტორია, რომელიც ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ ხდება, ისტორია იმაზე, რომ აუსრულებელი ოცნებები ხდება“, – განაცხადა ჯონსონმა.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ ოქტომბერში ვარდის ბიოგრაფია უნდა გამოვიდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები