LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართველი ოპერატორის კონტრაქტი ლოს ანჯელესის კინოსტუდიასთან და პირველი როლი, რომელიც ამერიკულ ფილმში მიიღო

625
274365361-475203227581133-1477405731985906069-n

fortuna.ge გაგაცნობთ ქართველ ოპერატორს, რომელიც ნიუ იორკში უკვე მესამე წელია ცხოვრობს და შემთხვევითობის წყალობით, კინოფილმში გადაიღეს. ის პროფესიით ოპერატორი გახლავთ, თუმცა უკვე ითამაშა გიორგი ტყემალაძის მოკლემეტრაჟიან ფილმში სახელწოდებით I’m yours, ახლა კი კიდევ ერთ სრულმეტრაჟიან ფილმში დაამტკიცეს, ასევე გააფორმა კონტრაქტი ლოს ანჯელესის კინოსტუდიასთან, როგორც მსახიობმა…

ლუკა მჭედლიშვილი: 

სამი წელიწადია, ვცხოვრობ აშშ-ში. აქ ოჯახი მყავს და მეც ჩამოვედი. სექტემბერში ჩემმა მეგობარმა დამირეკა და მითხრა, რომ გაიცნო ამერიკელი პროდიუსერი, რომელმაც საერთო პროექტის გადაღება შესთავაზა. ვინაიდან ოპერატორი ვარ და საქართველოში ტელევიზიაში ვმუშაობდი, კასტინგის გავლა შემომთავაზა, დამხმარე ოპერატორად და ტექნიკოსად.

გადავაგზავნე ჩემ შესახებ ინფორმაცია, თუმცა მეორე დღეს უარი მივიღე. ვიფიქრე, რომ ამ პროექტში მონაწილეობას აღარ მივიღებდი, მაგრამ ჩემმა მეგობარმა რეჟისორმა ამჯერად უკვე მსახიობის ამპლუაში კასტინგის გავლა შემომთავაზა, რაზეც დავთანხმდი. კასტინგზე ფოტოები წინასწარ გადავაგზავნე, ტექსტიც წავიკითხე, მე და ამერიკელმა პროდიუსერმა გავისაუბრეთ და მან მითხრა, რომ ჩემს სახეს ფილმში კარგად ხედავდა. ამიყვანა მსახიობად. როგორც იცით, აქ მხოლოდ რეჟისორი არ წყვეტს, ვის აიყვანს ფილმში, ასე რომ, გამიმართლა კიდეც.

 

გავაფორმე კონტრაქტი ლოს ანჯელესის კინოსტუდიასთან. ფილმი I’m yours American Filmatic Arts Awards-ით დაჯილდოვდა და სხვადასხვა კინოფესტივალზე ახლაც მონაწილეობს. მივიღე კიდევ ერთი შეთავაზება, უკვე სრულმეტრაჟიან ფილმში მონაწილეობაზე, რომლის გადაღებებიც სექტემბერში დაიწყება..

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები