LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„აუტიზმი არ იკურნება და ეს ტკივილი მშობლებში მუდმივადაა… როგორც კი მიხვდა, რომ ეს არ იყო განკურნებადი მოიხურა კარები და გაქრა…“ – ინგა მაჩაიძე „თათიას გმირების“ სტუმარია

1383
ინგა მაჩაიძე

თათია სულუაშვილის გადაცემის, „თათიას გმირების“ მეოთხე ეპიზოდის სტუმარი, მარტოხელა დედა ინგა მაჩაიძეა, რომლის შვილსაც აუტიზმი აქვს.

„გვაქვს სამი ოფიციალური დიაგნოზი: აუტიზმი, ცენტრალური ნერვული სისტემის დაქვეითება – 70% ტვინის დაქვეითება… ერთ-ერთი პროცედურის გაკეთების დროს ბავშვს თავში ჩაუდგა სითხე. ამ სითხის ორგანიზმიდან გამოტანას ძალიან დიდი უკუჩვენება მოჰყვა. დაგვჭირდა ძლიერი მედიკამენტები და პერიოდულად ვამოწმებთ ხოლმე რომ არ გამოიწვიოს ეპილეფსია, თავში სითხე…

აუტიზმის დიაგნოზი 1 წლის და 8 თვის ასაკში შევნიშნე. ეს ერთ-ერთი რთული დიაგნოზია და ფაქტობრივად გიწევს 2 ადამიანის ცხოვრების გავლა. მითუმეტეს, როცა ხარ მარტო.

ჩემმა მეუღლემ ფსიქიატრთან არ გამიშვა, არაფერი სჭირსო… კაცხებისთვის მიმღებლობა ცოტა რთულია და მე ჩუმად მივედი ერთ-ერთ ცნობილ ფსიქიატრთან.

პირველი ნიშანი, რამაც დამაეჭვა იყო უძილობა. შეეძლო მთელი ღამე არ დაეძინა. საკმაოდ განვითარებული ბავშვი იყო თავის ასაკთან შედარებით. ლექსებიც იცოდა და მომენტალურად დაავიწყდა. ასევე ტრიალი, მუდმივი ტრიალი, უინტერესობა, სახელზე არ რეაგირებდა… თვალის კონტაქტი დაეკარგა… 4 წელი უშედეგოდ ვიბრძოლე. სახელზეც არ რეაგირებდა.

აუტიზმი არ იკურნება და ეს ტკივილი მშობლებში მუდმივადაა…

გელას აღზრდაში 3 წლამდე მამა იყო ჩართული. როგორც კი მიხვდა, რომ ეს არ იყო განკურნებადი მოიხურა კარები და გაქრა… ვერ შევძლებო, მითხრა… არ შემიძლია ამის ყურებაო და წავიდა. არ იღებს ბავშვის ცხოვრებაში მონაწილეობას, ყველანაირი პასუხისმგებლობისგან გავიდა.

დავიწყე სხვა ადამიანებისთვის ჩემი ყოველდღიური ცხოვრების გაზიარება… ვუყვებოდი მშობლებს, რომ ნურაფრის გეშინიათ, მე შევძელი და თქვენც შეძლებთ… დამეკონტაქტა ერთი ქალბატონი, რომელიც 1 წელი ყოველთვიურად მირიცხავდა ბინის ფულს“, – ამბობს ინგა მაჩაიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g