LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

13 წლის ბიჭმა 2 თვითმფრინავი მოიპარა და გაფრენაც სცადა

143
16241794-7264299-The-video-shows-the-boy-losing-control-of-the-first-plane-and-cr-m-24-1563529498134

13 წლის ჩინელმა ორი თვითმფრინავი მოიპარა. „დეილი მეილის“ ინფორმაციით, შემთხვევა შეიანგის პროვინციაში, დასასვენებელ კურორტ Huzhou-ზე მოხდა.

მოზარდმა, რომელსაც კომპიუტერული თამაშები ძალიან უყვარს, გადაწყვიტა რომ თავისი შესაძლებლობები რეალურ ცხოვრებაში გამოეცადა და აფრენილიყო. სწორედ ამიტომ, ის თვითმფრინავების სადგომზე შეიპარა და ერთ-ერთ მათგანში ჩაჯდა. პირველი მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ბიჭუნა ღობეს დაეჯახა.

ავარიას პატარა უვნებელი გადაურჩა, დამტვრეული თვითმფრინავიდან ამოძვრა და მეორეში გადაჯდა. მეორე ხომალდით მან სამი წრე გააკეთა და ამასობაში სადგომის თანამშრომლებიც მოვიდნენ. როგორც მათ მოგვიანებით გაიხსენეს, დაინტერესებული ბიჭუნა წინა დღეებში ყავდათ შემჩნეული, პატარა აქეთ-იქით დადიოდა და უამრავი კითხვაც ქონდა. ამ დროს კი ის თურმე გაფრენას გეგმავდა.

აღსანიშნავია, რომ მოზარდის ოჯახი დააჯარიმეს და თვითმფრინავების მფლობელებისთვის მათ 230 ათასი ევროს გადახდა მოუწევთ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები