LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

27 წლის წინ მოპარული „მერსედესი“ იპოვეს და ყიდიან

661
benz

ონლაინ-აუქციონის სახლმა Copart გასაყიდად Mercedes Benz SL 500 გამოიტანა. ავტომობილი 1991 წელს სადილერო ცენტრიდან მოიპარეს და მას შემდეგ ის ძირითადად უძრავ მდგომარეობაში იყო. იმის გამო, რომ მოდელი თითქმის სულ ახალია, მისი საწყისი ფასი 12 008 დოლარი იქნება.

„მერსედესის“ აღნიშნული ეგზემპლარი ცისფერშია შეღებილი, სალონი კი მუქი ყავისფერი ტყავითაა გაფორმებული. ძარას მცირედი დაზიანებებიც აქვს, თუმცა მთლიანობაში ავტომობილი კარგ მდგომარეობაშია. ინტერიერიც იდეალურადაა შენარჩუნებული.

კაპოტის ქვეშ როდსტერს 5,0 ლიტრის მოცულობის ატმოსფერულიV8 ძრავი აქვს მოთავსებული და მას 326 ცხენის ძალის განვითარება შეუძლია. აგრეგატი 4 დიაპაზონიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. პირველი „ასეულის“ ასაკრეფად SL 500-ს 6,2 წამი სჭირდება და მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 250 კმ/სთ-ს შეადგენს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები