LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

3 ჯანსაღი წესი გადატვირთული რეჟიმის მქონე ადამიანებისთვის

64
6565

ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ გადატვირთული რეჟიმი ჯანსაღი ცხოვრების წესს გამორიცხავს, რაც ნამდვილად მცდარი მოსაზრებაა. რამდენიმე მარტივი რჩევის გათვალისწინებით, შეგიძლიათ რომ თქვენი ჯანმრთელობა პრიორიტეტად აქციოთ და თან გიჟური რიტმიც გქონდეთ. ამისათვის, სამი მარტივი ჩვევა უნდა გამოიმუშაოთ.

ჯანსაღი წახემსება

როდესაც დღეებს არანორმალურ რეჟიმში ატარებთ, შესაძლოა ჭამა საერთოდ არ გაგახსენდეთ. ზოგჯერ ნორმალური საკვების მისაღებად ნახევარი საათის გამოძებნაც ჭირს. არადა პროდუქტიულობაზე გავლენის მოხდენა ლანჩის გამოტოვებასაც კი შეუძლია. ნორმალური ფუნქციონირებისთვის თქვენს სხეულს საწვავი სჭირდება.

ჯანსაღი ჩვევა #1

წასახემსებლად სხვადასხვა სასარგებლო პროდუქტი მოიმარაგეთ. მაგალითად: თხილი, ჩირი, ბოსტნეულის ჩიფსი და სხვა.
სწორი დუეტი
არჩევანის წინაშე თუ დგახართ აირჩიოთ ვარჯიში ან მეგობრებთან შეხვედრა, იცოდეთ რომ ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის ორივე ერთნაირად მნიშვნელოვანია. თუკი ორივეს ერთ აქტივობაში გააერთიანებთ ხომ საუკეთესო არჩევანი იქნება.

ჯანსაღი წესი #2:

ლანჩის დროს მეგობრებთან ერთად გასეირნება, ძაღლებით პარკში წასვლა, ან ფიტნესის ჯგუფური ვარჯიშები – ვარჯიში სოციალურ აქტივობას შეუთავსეთ და ფიზიკურად და ემოციურად განვითარდით.
შეადგინეთ მარტივი რაციონი
ბოლო წლებში ჯანსაღი კვება სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება და მაღაზიაში სწორი პროდუქტის პოვნაც ადვილია. ინტერნეტი კი ძალიან მარტივი და ძალიან ჯანსაღი რეცეპტებითაა სავსე.

ჯანსაღი წესი #3:

მოიმარაგეთ ბოსტნეული, ხილი. არ დაგეზაროთ საკვების სახლში წინასწარ მომზადება და შემდეგ სამსახურში თუ სპორტულ დარბაზში წაღება. ჯანსაღი კვება სინამდვილეში ძალიან მარტივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები