LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მძღოლებისთვის დაწესებული ყველაზე სულელური აკრძალვები: 5 რჩევა მათთვის, ვინც მოგზაურობას ავტომობილით გეგმავს – ნაწილი I

78
b2a6d6b03d63885852f9ac15b268b5de8f3658a8

კანონის არცოდნა პასუხისმგებლობისგან არ გათავისუფლებთ და თუკი ამ ქვეყნებიდან რომელიმეში მოგზაურობას გეგმავთ, შესაძლოა სერიოზული პრობლემებიც შეგექმნათ. ზოგიერთ სახელმწიფოში საგზაო მოძრაობის წესები იმდენად სპეციფიკურია, რომ ამ მასალას აუცილებლად უნდა გაეცნოთ.

1. ავსტრალია

შორეულ ავსტრალიაში მოქმედებს უბრალო, თუმცა ხშირად არც თუ ისე კომფორტული კანონი – მანქანაში გასაღების უყურადღებოდ დატოვება აკრძალულია. პოლიციელები განსაკუთრებით ბრაზდებიან იმ შემთხვევებზე, როდესაც გასაღები საკეტშია დატოვებული.

2. დანია

დანიის კანონმდებლობა ავტომექანიკოსებს აიძულებს, რომ მეტი იმოძრაონ. ქვეყანაში აკრძალულია ძრავის ამუშავება იმ შემთხვევაში, თუკი ავტომობილის ქვეშ ვინმე იმყოფება. ასე რომ, მექანიკოსებს ზოგჯერ ტერიტორიის დატოვება უწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში – ჯარიმაა.

3. კანადა

კანადაში, კერძოდ კი ონტარიოში ავტოფარეხის კარების შეღებვა იასამნისფრად არ შეიძლება. ასევე არ არის რეკომენდებული ავტომობილის შუა ქუჩაში შეკეთება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა გაფუჭებული მანქანა ადგილიდან ფიზიკურად ვერ იძვრის. თავისი უცნაურობები აქვთ მონრეალშიც, სადაც განცხადების – „იყიდება ავტომობილის“ გამოკვრა მოძრავ ტრანსპორტზე აკრძალულია და მხოლოდ გაჩერებულ მდგომარეობაში მყოფზეა ნებადართული.

4. ლუქსემბურგი

თუკი ლუქსემბურგში 2000 წლამდე მოხვდებოდით, ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გადასწრების დროს, ველოსიპედისაც კი, სიგნალის გამოყენება მოგიწევდათ. დღეს ეს კანონი გაუქმდა, თუმცა ერთი საინტერესო აკრძალვა მაინც დარჩა – მინის საწმენდის გარეშე ავტომობილით გადაადგილება სასტიკად აკრძალულია. ავტომობილს შესაძლოა ფანჯარაც კი არ ჰქონდეს, თუმცა საწმენდები მაინც ადგილზე უნდა იყოს.

5. საუდის არაბეთი

საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ქალებს საჭესთან დაჯდომის უფლება მხოლოდ გასულ წელს მისცა. კანონმდებლობის გადახედვა რეგულარული საპროტესტო აქციების შემდეგ გადაწყდა. თუმცა არის ერთი მაგრამ: იმისათვის რომ ქალმა ავტომობილი მართოს, ნებართვა თავის „მეურვეს“ – მეუღლეს, მამას ან უფროს ძმას უნდა სთხოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები