LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

32 წლის წინ გატაცებული Chevrolet Camaro ტბაში ჩაძირული იპოვეს

85
carlake2010

ინდიანას შტატში, ერთ–ერთმა ადგილობრივმა მეთევზემ უჩვეულო „ნადავლი“ იპოვა. წყალში მან 32 წლის წინ დაკარგული Chevrolet Camaro აღმოაჩინა.

მეთევზემ ავტომობილის შესახებ ადგილობრივ პოლიციას აცნობა და მალევე მითითებული ადგილისკენ სპეციალისტთა ჯგუფი გაიგზავნა.

მანქანა საბურავებით ზემოთ იყო ჩაძირული და წყალმცენარეების რამდენიმე ფენით იყო დაფარული. 1987 წლის მოდელი ნაპირზე დამხმარე ტექნიკის გამოყენებით ამოიტანეს. ავტომობილმა წყალქვეშ სამი ათწლეული გაატარა და ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო.

პოლიციელებმა ავტომობილის მფლობელის ვინაობა მალევე დაადგინეს, თუმცა აღმოჩნდა რომ Camaro–ს პატრონი წლების წინ გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები