LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აგენტი 007-ის ყველგანმავალი აუქციონზე გაიყიდება

defender

eBay-ზე გამოჩნდა ყველაგანმავალი Land Rover-ს დატუნინგებული ვერსია, რომელიც „ჯეიმს ბონდის“ სტილშია შესრულებული. ავტომობილის საწყის ღირებულებად 60 ათასი დოლარი სახელდება.

ავტომობილი მუქ შავ ფერშია შეღებილი, მან გაზრდილი საბურავები, ძარა, საბარგული, ახალი კაპოტი და რადიატორის ბადე მიიღო. სტანდარტული 2,2 ლიტრის მოცულობის დიზელის ძრავი Defender-ში 8 ცილინდრიანი ბენზინის ძრავით შეცვალეს და აგრეგატი 5 საფეხურიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე ჯაშუშური ავტომობილის შეძენის სურვილი უკვე ბევრმა ავტომოყვარულმა გამოთქვა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები