LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამსტერდამის არხებში ელექტრო ნავებს ტესტავენ

43
electroship

ამსტერდამის ქუჩებში ბევრი ავტომობილი ისედაც არ გადაადგილდება, თუმცა მომავალში მათი კიდევ უფრო მეტად შემცირება იგეგმება. მთავრობის გადაწყვეტილებით საგზაო ტრანსპორტის განტვირთვა რობოტი ნავების მეშვეობით უნდა მოხდეს.

ქალაქის 100 კილომეტრამდე მანძილის არხებში ნავები მგზავრებსაც მოემსახურებიან და სხვა დავალებებსაც შეასრულებენ, მაგალითად გაიტანენ ნაგავს.

Associated Press–ის ინფორმაციით, ინოვაციური ნავი ელექტრო ძრავითაა დაკომპლექტებული, დისტანციურად იმართება და გარემოს ზიანს საერთოდ არ აყენებს. 4–მეტრიანი ნავის პირველი ეგზემპლარი ამსტერდამში უკვე გამოსცადეს.

ელექტრო ნავს ერთი დამუხტვით 12–დან 24 საათამდე შეუძლია მუშაობა და საშუალო სიჩქარე კი საათში 6 კილომეტრს შეადგენს. პროექტის სულისჩამდგმელები დარწმუნებული არიან, რომ ნავები ავტომობილებს ნამდვილად ღირსეულ კონკურენციას გაუწევენ.

თუმცა, უნდა აღინიშნოს რომ ნავის სერიული ვერსიის გამოჩენამდე ჯერ დაახლოებით 2–დან 4 წლამდეა დარჩენილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები