LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Aston Martin-მა ჯეიმს ბონდის სუპერქარი შექმნა

86
astonmartin-jamesbond

ექსპერიმენტულმა ორკარიანმა Aston Martin DBS Superleggera-მ თემატური ვერსია მიიღო და მოდელი ჯეიმს ბონდის ფილმის 50 წლის იუბილეს ეძღვნება. კუპე განსაკუთრებული დეკორაციით, ძარის ფერით და სხვა პატარ-პატარა დეტალებით გამოირჩევა.

მთლიანობაში Aston Martin „ჯეიმს ბონდის“ 50 ავტომობილის გამოშვებას გეგმავს. თითოეული ავტომობილი მუქ ნაცრისფერ შეფერილობას მიიღებს, რაც საიდუმლო აგენტის ავტომობილთან მაქსიმალურად იქნება დაახლოებული. სპორტქარის სალონი შავი ტყავისგან დამზადდება და ნაცრისფერი და წითელი დეტალებით გაფორმდება.

Aston Martin-ის კაპოტქვეშ 5,2 ლიტრის მოცულობის V12 ძრავი იქნება დამონტაჟებული და მას 725 ცხენის ძალის გამომუშავება შეეძლება. პირველ „ასეულს“ ავტომობილი 3,4 წამში განავითარებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები