LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბურგოსელ დინოზავრს ინიესტა ჰქვია

50
FORTUNA.GE (15)

ესპანეთში არსებობს დინოზავრი სახელად… ინიესტა.

როდესაც ესპანეთში დინოზავრის ახალი სახეობა აღმოაჩინეს, მას ცნობილი ფეხბურთელის სახელი დაარქვეს. ლეგენდარული “ბარსელონელის” სახელობის დინოზავრი პალეონტოლოგებმა ქალაქ ბურგოსში იპოვეს. სახეობა ოთხფეხა ბალახისმჭამელთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა ამ ტიპის დინოზავრებისთვის დამახასიათებელი სამი კლანჭის ნაცვლად ოთხი კლანჭი აქვს. ამ ფაქტმა მეცნიერებს საშუალება მისცა, რომ აღმოჩენა ახალი სახეობად გამოეცხადებინათ.

რაც შეეხება ანდრეს ინიესტასთან კავშირს, სპეციალისტებს ბევრი არ უფიქრიათ და გადაწყვიტეს, რომ ესპანეთის და მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში შეტანილი წვლილისთვის მისთვის მადლობა სწორედ ასე გადაეხადათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები