LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინური ელექტრომობილი სულ მალე შტატებში გაიყიდება

380
kiantu

ჩინური ელექტრომობილი, სახელად Qiantu K50 ამერიკულ ბაზარზე სავარაუდოდ, მომავალი წლიდან გამოჩნდება.

ავტომობილი თავისი წინამორბედებისგან განსხვავებით ბევრად უფრო მძლავრი გამოვიდა, მან 2 ელექტრო ძრავი მიიღო და საერთო ჯამში აგრეგატი 430 ცხენის ძალას ავითარებს. 0-დან პირველ „ასეულამდე“ გასახურებლად მოდელს 4 წამზე ნაკლები დრო სჭირდება. რაც შეეხება მაქსიმალურ სიჩქარეს, მწარმოებელი მაქსიმალურ აჩქარებად 180 კმ/სთ-ს აახელებს.

როგორც ცნობილია, ელექტროქარი ჩინურ ბაზარზე უკვე რამდენიმე თვეა რაც იყიდება და საკმაოდ მოთხოვნადი მოდელია. რაც შეეხება შტატებს, მისი პრემიერა წლის ბოლოს შედგება და საბაზრო ღირებულება კი მინიმუმ 150 ათასი დოლარი იქნება.

და ბოლოს, მწარმოებელმა ახალი SUV McMahon-ის პრემიერის თარიღიც დაასახელა და სიახლეს ავტომოყვარულები 2022 წლისთვის იხილავენ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები