LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩვენი მომავალი იწვის: რონალდო, დიბალა, ჰემილტონი და მსოფლიო ვარსკვლავები ამაზონის ტყის გადარჩენას ითხოვენ

2714
Capture

წლის დასაწყისიდან მოყოლებული ამაზონის ტყეებში ხანძარი მძვინვარებს. უკვე დაფიქსირდა 74 ათასზე მეტი კერა, რაც 85%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ბუნების დამცველები მიიჩნევენ, რომ ხანძრის დიდი ნაწილის მიზეზი ცეცხლის დანთებაა, რასაც ფერმერები იწვევენ საქონლისთვის მინდვრების გასათავისუფლებლად.

ბრაზილიის ტყეების ბედს მთელი მსოფლიო განიცდის (ჰეშტეგი#PrayforAmazonia), მათ შორის არიან სპორტსმენები და სპორტული კლუბები.

კრიშტიანო რონალდო

„ამაზონის ტყეები მსოფლიო ჟანგბადის 20%-ს გვაძლევს და სამი კვირაა იწვის. ჩვენი მოვალეობაა პლანეტის შენარჩუნებას დავეხმაროთ“.

 

პაულო დიბალა

„ამაზონი მარტო სამხრეთ ამერიკას არ ეკუთვნის, ის ყველასია. მისი ტყე დედამიწის ფილტვებია. ამაზონი მთელი მსოფლიოს ტყეა და ჩვენი მომავალი იწვის. დედამიწა არ იმსახურებს ამას.“

 

ვულვერჰემპტონი

„კლუბში თანაუგრძნობენ და წუხილს გამოთქვამენ ამაზონის ტყეში მომხდარი კატასტროფის გამო“.

 

ნოვაკ ჯოკოვიჩი

„გულის შემაძრწუნებელი“

 

ლუის ჰემილტონი

„მტკივნეულია იმის ნახვა, როგორ იტანჯება ჩვენი პლანეტა. ყოველ დღე, ყოველ წუთს ნადგურდება ერთი საფეხბურთო მოედნის ექვივალენტი. მსოფლიო უნდა გაერთიანდეს და დაეხმაროს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქმედება. მეც მზად ვარ ნებისმიერი საშუალებით დასახმარებლად“.

თავისი წუხილი და თანადგომა ასევე დაააფიქსირეს ლუის სუარესმა, დანი ალვეშმა, კილიან მბაპემ, ადრიენ რაბიომ, იკერ კასილიასმა და სხვა ცნობილმა სპორტსმენებმა.

 

დედამიწის ფილტვები იწვის: მასშტაბური ხანძარი ამაზონის ტყეში (ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები