დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. დღეს მძიმე ენერგეტიკული დღეა. დღვანდელი ტენდენციები გამოვლინდება ზედმეტ ეჭვიანობაში, წუწუნში, აგრესიის გამვლენაში.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნუ დაიწყებთ ახალ საქმეს, მოერიდეთ ქორწინებას, ბინის შეცვლას, სესხის აღებას, მაღალია ფინანსური მახინაციების ალბათობა.
ჯანმრთელობა – სუსტდება კუჭის ზონა, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.
დღის ფერები და მინერალები – თეთრი, იისფერი, მწვანე, ვერცხლისფერი და ცისფერი. მინერალებიდან გამოიყენეთ ზურმუხტი, გიშერი, აქატი, ოპალი და მწვანე იასპი, ეს ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროს, კირჩხიბის, თხის რქისა და თევზებისათვის, დაძაბულია ლომთათვის და სასწორთათვის.