LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – 6 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

578
mixeil-cagareli-3-

დღევანდელი დღე ყურადღებას ითხოვს, მიმართულებადაკარგული მთვარის მიმართ, ამ დროს უარყოფითი მთვარის ენერგია ჩვეულებრივზე მეტად ადუნებს ყურადღებას ადამიანებში, რაც შეიძლება არასასურველი ტრავმებისა და ავარიების მიზეზი გახდეს. მოერიდეთ დიდ ხანს მზეზე ყოფნას. ნუ შეეჭიდებით რთულ საქმეებს, დღევანდელი შცდომების გამოსწორება მომავალში რთული იქნება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე  – კარგი დღეა მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად და სარესტავრაციო სამუშაოებისთვის. მოერიდეთ ეჭვიანობას, ურთიერთობების გარჩევას, ქორწინებას, სარისკო გადაწყვეტილებების მიღებას, მაღალია ნევროზულობისა და მოუსვენრობის ალბათობა. აკონტროლეთ საკვების ხარისხი, რადგან მოწამვლის ალბათობა იმატებს.

ჯანმრთელობა – სუსტდება ნერვული და ძვლოვანი სისტემა, მხედველობა, სახსრები და მუხლების ზონა, ოპერაციის ჩატარება ამ ორგანოებზე განსაკუთრებული აუცილებლობის გარდა არ შეიძლება.

დღის ფერები და მინერალები  – ყავისფერი, კრემისფერი, მწვანე,  წითელი, ვარდისფერი, ყვითელი. მინერალებიდან გამოიყენეთ  ონიქსი, ქრიზოპრაზი, საფირონი, ცირკონი, აქვამარინი, ეს  ქვები მათი, გამოყენების შემთხვევაში თქვენდამი დადებით კოსმიურ ენერგიებს მოიზიდავს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ვერძებისთვის, დაძაბულია დღე კუროსა და კირჩხიბისათვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები