LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 11 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

641
მიხეილ ცაგარელი

23 საათსა და 05 წუთზე აღმოსავლური კალენდრით ვირთხის წელიწადი დასრულდება და ოფიციალურად დაიწყება თეთრი ფერის, ლითონის ხარის წელი. ამიტომ, კარგი იქნება თუ ახალი წლის დადგომამდე დაასრულებთ გადადებულ საქმეებს და შეაჯამებთ 2020 წელს.

ამასთანავე, 11 თებერვალი ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა, რადგან მზის და მთვარის ენერგიათა შერწყმა მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში, ტრავმების და ავარიების, კონფლიქტებისა და დაპირისპირებების მიზეზი გახდება. ადამიანები ჩვეულებრივზე მეტად იქნებიან მიდრეკილი დეპრესიისკენ, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვებისკენ.

იმოქმედეთ მხოლოდ კარდაგ გადამოწმებულ ფაქტებზე დაყრდნობით და კარგად დაფიქრდით, სანამ რაიმეს იტყვით. არ ღირს ზედემტი ინფორმაციის გაცემა, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გაცხადდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, თუმცა არ ღირს ახალი საქმის დაწყება. მოერიდეთ ფულის ხარჯვას და საეჭვო წამოწყებაში მსხვილი კაპიტალის დაბანდებას.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსუტებულ ნერვულ და ლიმფურ სისტემას, მოერიდეთ თვალების ზედმეტად გადატვირთვას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, ვარდისფერი, ცისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აქვამარინი, ცირკონი, გიშერი და ძოწი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ლომისთვის, მშვილდოსნისა და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, თხის რქას და თევზებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები