LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

968
Untitledyuyuyuyu

ენერგიის, მოქმედების და საქმიანობის მმართველი პლანეტის – მარსის დირექტულობა ხელს შეუწყობს საქმეების მარტივად და სწორად წარმართვას, დროულად და შედეგიანად მოქმედებას, მოლაპარაკებების გამართვას და ნაყოფიერ პარტნიორულ ურთიერთობას.

შეასრულეთ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები, ყურადღებით შეიმუშავეთ სამომავლო გეგმა, რადგან სწორედ დღევანდელი გადაწყვეტილება განსაზღვრავს შემდეგი ორი წლის წარმატებას და სარგებელს.

* პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის მიღებისა და ცოდნის გასაღრმავებლად, სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობისთვის, ვაჭრობისა და კომერციისთვის, საბანკო და საფინანსო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, კავშირების გაფართოება და ახალი მეგობრების შეძენა, ტესტირება და გამოცდების ჩაბარება, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.

* ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

* დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, კრემისფერი, ყავისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, აქატი, მალაქიტი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

* სიზმრები – დაიმახსოვრეთ დღევანდელი სიზმარი, რომელიც მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი გახდება.

* ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები