LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 12 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

580
მიხეილ ცაგარელი

დღეს აღმოსავლური კალენდრით ახალი – თეთრი ხარის წლის პირველი დღეა!

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 11:25  საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

ახალი საქმის დაწყების შემთხვევაში ნუ დაუშვებთ ძველ შეცდომებს. მოერიდეთ ზედმეტ აქტიურობას, მოქმედებისას კი მოუსმინეთ მხოლოდ საკუთარ ინტუიციას. არ რირს ფარულად მოქმედება, რადგან ნებისმიერი დაფარული გაცხადდება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შეხვედრების, მოლაპარაკებების გასამართად და ხელშეკრულებების გასაფორმებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და ბიზნესის დასაწყებად, საყიდლების გასაკეთებლად და მსხილი კაპიტალის დასაბანდებლად.

ჯანმრთელობა – გაუფრთხილდით დასუსტებულ ლიმფურ და ნერვულ სისტემას. განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ მათ, ვინც ალერგიით იტანჯება, რადგან მაღალია დაავადების გამწვავების ალბათობა. გაამდიდრეთ კვების რაციონი კარტოფილით, ბანანით და ვაშლით. მოერიდეთ ალკოჰოლური სასმელის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ყვითელი, იისფერი, ფირუზისფერი და ვერცხლისფერი, ასევე მარგალიტი, გიშერი, ამეთისტო და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და ტყუპებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები