მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 16:34-დან 24:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

მოერიდეთ ზედმეტი ინფორმაციის გავრცელებას, რადგან ნებისმიერი საიდუმლო გამოაშკარავდება და ისევ თქვენს წინააღმდეგ იმუშავებს.

პარტნიორული ურთიერთობა – ეცადეთ იყოთ გულწრფელი, ნუ მოგერიდებათ საკუთარ გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამეცნიერო და კვლევითი, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, ბინის დიზაინის შეცვლისა და ინტერიერის განახლებისთვის, მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად, მნიშვნელოვანი საკითხების გააზრებისა და გადასაჭრელად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად.

ჯანმრთელობა – მიირთვით თევზი და მოთუშული ბოსტნეული, მოერიდეთ ზედმეტი სითხის მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ნერვულ სისტემას, თვალებს და ფეხის კუნთებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ვარდისფერი, ნარინჯისფერი და ნეონის ფერები, ასევე საფირონი, აკვამარინი, ცირკონი, ძოწი, ამაზონიტი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და სასწორისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს და კირჩხიბს.

მსგავსი თემები