LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 2 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

495
mikheil-cagareli

ახალმთვარეობის ენერგეტიკულად მძიმე დღეა. მართალია, დაძაბულობა 22:33 წუთზე მიაღწევს პიკს, მაგრამ მთელი დღე დაძაბული იქნება. მოიმატებს ტრავმებისა და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ზომიერება ყველაფერში, პირველ რიგში ტკბილეულის და სადღესასწაულო კერძების მირთმევისას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა სამომავლო გეგმების ჩამოყალიბებისა და დასახვისთვის, ახლობელთა წრეში წვეულების მოწყობისა და ძველი ტრადიციების აღსადგენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი კავშირების გაბმა და ნაცნობთა წრის გაფართოება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. თავი შეიკავეთ თხილის, ციტრუსის და სხვა ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ საკვებისა და სასმელის მიღებისას, რადგან მაღალია მოწამვლის ალბათობა. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას და სიმძიმის აწევას, სტომატოლოგიური და კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და ძვლოვან სისტემას.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და თევზებისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები