LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

505
მიხეილ ცაგარელი

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური ენერგია, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა გაფანტული ყურადღება და დაკარგული კონცენტრაცია არ გახდეს ავარიების და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

დიდი სიყვარულის დღეა, ამიტომ თავი შეიკავეთ კამათისა და დაპირისპირებებისგან, მაქსიმალურად აკონტროლეთ უარყოფითი ემოციები. დაეხმარეთ მოხუცებს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ნათესავებს.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად, პარტნიორებთან რთული საკითხების მოსაგვარებლად. ნაკლებად გაამართლებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი ხილით და ბოსტნეულით. გაუფრთხილდით დასუსტებულ კუჭს და ნაღვლის ბუშტს.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი და ცისფერი, ასევე ზურმუხტი, ოპალი, რაუხზტოპაზი, აგატი და მარგალიტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩიბისა და ქალწულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები