LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 3 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

645
მიხეილ ცაგარელი

არ ღირს გარშემომყოფებისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევა და პარტნიორებით მანიპულირება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა თვითშმეცნებისა და საკუთარ სურვილებში გასარკვევად, ვალების დასაფარად და საკუთარ თავზე არებული ვალდებულებების შესასრულებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის დასაწყებად. ნაკლებად გაამართლებს, მგზავრობა და მოგზაურობა, ახალი სამსახურის მოძიება და ახალი პროექტის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა კოსმეტიკური პროცედურების ჩასატარებლად. გამოიჩინეთ მეტი სიფრთხილე, რადგან მაღალია, ვირუსული ინფექციით დაავადების ალბათობა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, შავი, მწვანე და ცისფერი, ასევე ოპალი, ობსიდიანი, ტოპაზი და ზურმუხტი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ვერძს, ტყუპებს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები