LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის  4 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

484
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მშვიდობისმოყვარე და სამართლიანი სასწორის, მთვარე კი მოწესრიგებული, დისციპლინირებული და მეტად შრომისმოყვარე ქალწულის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – აკონტროლეთ ამბიციები, მოერიდეთ ზედმეტი პრეტენზიის გამოთქმას და პარტნიორის ხარჯზე საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმავებლად, იურიდიული კონსულტაციის მისაღებად და სასამართლო პროცესის დასაწყებად, უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, საკამათო საკითხების მოსაგვარებლად და კომპრომისის მოსაძიებლად, ფინანსური და საბანკო ოპერაციების განსახორციელებლად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, სარისკო მოქმედებები და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება.

ჯანმრთელობა – გაამდიდრეთ კვების რაციონი უცხიმო თევზით, ხორცით და ზღვის პროდუქტით. კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, მასაჟისა და წყლის აბაზანის მისაღებად, სახსრების, კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის და ფილტვების სამკურნალოდ. გაუფრთხილდით დასუსუტებულ ელენთას და კუჭქვეშა ჯირკვალს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე მალაქიტი, აქატი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

სიზმრები – დღევანდელი სიზმარი შემდგომი პრობლემების მაუწყებელი გახდება.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა კუროსა და მორიელისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ტყუპებს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები