LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 4 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

545
cagareli-sbt-2019-12-24-12-37-25-320396

მზე ორგანიზებული და დისციპლინირებული ქალწულის, მთვარე კი, ენერგიული და შემტევი ვერძის ზოდიაქოს ნიშანშია, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გამოვლინდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ კამათს, უმჯობესია აღიაროთ საკუთარი შეცდომები და სცადოთ მათი გამოსწორება.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ახლობლებთან უთანხმოების გასარკვევად და ურთიერთობის მოსაწესრიგებლად, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და მსხვილი კაპიტალის დასაბანდებლად, ხელმძღვანელებთან მოლაპარაკების გასამართად და გადაუდებელი საქმეების შესასრულებლად, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის და სპორტული ინვენტარის შესაძენად.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაამდიდრეთ კვების რაციონი ნაკლებად ცხიმიანი ხორცით და თევზით, ბრინჯით და წიწიბურათი. სასიკეთო დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურებისთვის. გაუფრთხილდით გრძნობის ორგანოებს, თავს და ხერხემალს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ცისფერი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, წითელი იასპი და ფირუზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, მშვილდოსნისა და მერწყულისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს, ქალწულს და მორიელს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები