LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

509
cagareli201221

ინტელექტის და კომუნიკაციის მმართველი პლანეტის – მერკურის 16 მარტამდე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა ერთის მხრივ, სიახლეებისა და რეფორმების, თავისუფლების, დემოკრატიული ფასეულობების და მეგობრული კონტაქტების გაფართოვების სურვილს, გონებამახვილობას, სპონტანურობის, იმპროვიზაციის და არასტანდარტლად აზროვნების უნარს, მეორე მხრივ, სიჯიუტეს და სიზარმაცეს გააძლიერებს.

მოერიდეთ სარკასტულ გამონათვამებს და უმიზეზოდ აგრესიის გამოვლენას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მძლოლებს, რადგან მაღალია მოულოდნელი პრობლემების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, შავი, ლურჯი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ოპალი, ტოპაზი, იასპი, ქრიზოპრაზი და ოფსიდიანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსთვის, კირჩხიბისა და თხის რქისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები