LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 8 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

1572
მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე ინტუიციური და ემოციური თევზების, მთვარე კი, ორგანიზებული და შრომისმოყვარე თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

მოერიდეთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, რადგან მაღალია ვირუსული ინფექციების გავრცელების ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად, მეგობრებსა და ახლობლებთან ურთერთობის გასაუმჯობესებლად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაების დასაწყებად, ავტომობილის და უძრავი ქონების ყიდვისა და გაყიდვისთვის, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ვაჭრობა და ფინანსური ოპერაციების განხორციელება, ხელმძღვანელებთან ურთერთობა და საკუთარი პირობების წაყენება

ჯანმრთელობა – მოერიდეთ სიმძიმის აწევას. დროებით თავი შეიკავეთ ალერგიული პროდუქტის მიღებისგან. არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დანიშვნა. გაუფრთხილდით დასუსტებულ ხერხემალს და სახსრებს.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ყავისფერი, ნაცრისფერი და კრემისფერი, ასევე ონიქსი, ქრიზოპრაზი, აგატი, მალაქიტი და მარჯანი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კირჩხიბისთვის, თხის რქისა და თევზებისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს და მშვილდოსანს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები