LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

906
mixeilcagareli20245

მოერიდეთ საეჭვო ადამიანებთან ურთიერთობას, რათა არ გახდეთ სიცრუის და თაღლითობის მსხვერპლი.

აკონტროლეთ ეგოიზმი და აგრესია, მოერიდეთ დაუფიქრებელი და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღებას.

პარტნიორული ურთიერთობა – არ ღირს პარტნიორის მართვა და მისით მანიპულირება, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, სპორტული აქტივობისა და ტურისტული ლაშქრობების მოსაწყობად, საყოფაცხოვრებო ნივთების და კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად, კულინარიული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მოერიდეთ სტომატოლოგიური პროცედურების ჩატარებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს, სისხლძარღვოვან სისტემას და გრძნობის ორგანოებს.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, ფირუზი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისა და ლომისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ მორიელს და თხის რქას.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები