LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 9 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

524
მიხეილ ცაგარელი

დღევანდელი დღე გეომაგნიტურია, რაც ჯანმრთელობას შექმნის გარკვეულ პრობლემებს. დღე ავარიული და ტრავმულია, იყავით მეტად ყურადღებით. მაღალია პროვოკაციებისა და ხანძრების გაჩენის ალბათობა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – კარგი დღეა შემოქმედებითი მუშაობისათვის, ვაჭრობისათვის, სასამართლო პროცესებისთვის, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესაძენად. რთული დღეა ქორწინებისათვის, მშენებლობისათვის, ბინის შესაცვლელად, სესხის ასაღებად.

ჯანმრთელობა – დღეს სუსტდება კუჭი, მკერდი, ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი.

დღის ფერები და მინერალები – თეთრი, მწვანე, ვერცხლისფერი, იისფერი, ლურჯი. მინერალებიდან გამოიყენეთ, ზურმუხტი, აქატი, ოპალი, მარგალიტი და მარჯანი. ეს ქვები გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა თხის რქასა და თევზებისთვის, ნეგატიურია ვერძებისთვის, ტყუპებისთვის, ლომებისა და სასწორებისთვის.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები